რეზონანსი
15.09.2021

სამ­ტრე­დი­ა­ში ავა­რია მსხვერ­პლით დას­რულ­და. და­ღუ­პუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი და სა­მი­ვე სე­ნა­კე­ლი იყო. რო­გორც მათი ახ­ლო­ბე­ლი გყვება, ისი­ნი ტაქ­სით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლია ლილი ბა­ღა­თუ­რია და მისი დედა, როზა ტყე­ბუ­ჩა­ვა,

"სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ლი­ლის დედა ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფი იყო და თბი­ლის­ში მი­ყავ­და ერთ-ერთი სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ლი­ლის და თბი­ლის­ში ელო­დე­ბო­და ორი­ვეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ასე დას­რულ­და.

ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა. ლი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი დარ­ჩა, უკარ­გე­სი ქალ-ვაჟი. ანა­ნომ წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზია, მო­ი­პო­ვა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის შიდა და­ფი­ნან­სე­ბა, ბიჭი სტუ­დენ­ტია, ისიც ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რია. შვი­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ი­ტყვეს დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ძა­ლინ მძი­მე, რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. ვერ აგიღ­წერთ რა ხდე­ბა ახლა იქ" - გვიყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×