რეზონანსი
15.09.2021

კონფლიქტის, კრიზისის და მათი მძიმე შედეგების მოგვარებაზე გაცილებით უკეთესია და ეფექტური, კონფლიქტის პრევენცია. დროული პრევენცია კი ორმაგად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„შესაძლოა მავანთ არ მოსწონდეთ, ხისტი მხილებები, მაგრამ ვფიქრობ ხელისუფლებამ ამ მომენტში ყველაზე სწორი ტაქტიკა აირჩია - საზოგადოების წინმსწრები ინფორმირება ოპოზიციის ზრახვებზე და ეს ზრახვები რომ „მომიტანეთ ორ გვამის" ფილოსოფიას არ გასცდა, ეს უკვე გავიგეთ დღეს. და სავარაუდოდ მომდევნო დღეებშიც იგივე მოხდება.

სწორედ ის რომ ოპოზიცია "კომპრომატების ომით" და ახალი გვამების დადებით ცდილობს ფონს გავიდეს, არის მკაფიო ინდიკატორი თუ რამდენად უჭირს. არარსებული საარჩევნო პროგრამებით, დისკრედიტირებული ლიდერებით და მძიმე წარსულით, არჩევნებს ვერანაირად ვერ მოიგებ. ხალხს ვერ დააბოლებ

შესაბამისად არსენალში დარჩათ ძალადობა, მანიპულაცია, დესტაბილიზაცია", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×