რეზონანსი
15.09.2021

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ხალხმა იცოდეს სიმართლე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ გუნდის პოლიტიკურ მიზანს - ქვეყანაში იყოს მშვიდობა, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას" შესაბამისი ზომები მიიღოს.

„როცა სათქმელი და შესათავაზებელი არაფერი გაქვს, როგორმე უნდა მიხვიდე 3 ოქტომბრამდე, ანუ ისღა დაგრჩენია, ყველაფერი გააკეთო მშვიდი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი გარემოს დასამძიმებლად.

როგორ?! უნდა გადაუარო ეკლესიას და არ უნდა შეეგუო არჩევნების შედეგს - დამარცხებას!

საჭიროა მსხვერპლი?! მსხვერპლი უნდა გამოიძებნოს თუნდაც საკუთარი მეგობრების, მომხრეების რიგებიდან!

„გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში" „საჭიროა მსხვერპლი".

ეს ნაცპარტიის ახალგაზრდული დამოკიდებულდამოუკიდებელი ორგანიზაციებისადმი სააკაშვილის პირდაპირი დავალებაა.

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება

ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს

ამ გუნდის პოლიტიკურ მიზანს - ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

დიახ, ამ პირობებში ვალდებულებაა ნაციონალური მკვლელების მხილება, რათა გვახსოვდეს, რომ სისხლსა და გვამებზე დაგეშილ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

მათ არ აინტერესებთ ხალხის ბედი, მათ შორის არც მათი ფანატიკოსი ამომრჩევლების.

მათთვის მთავარია დაიბრუნონ თანამდებობებით მიღწეული კომფორტი და განუკითხაობის დრო.

დღეს ლექსო, ხვალ ვინმე ახალგაზრდა გოგო, იქნებ ორსულიც, ზეგ ბავშვები და თუნდაც თანამებრძოლთა რიგებიდან...

მსხვერპლი მსხვერპლია, როცა ამას მიშას პოლიტიკა ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სისხლიანი პოლიტიკისთვის გაღებული შავი ფული ტყუილა არ იხარჯება.

გაჟღერებული ინფორმაციით ახლა ზუსტად ვიცით თუ რა სცენარით მოქმედებს და იმოქმედებს გვამების მოყვარული ძალა.

ზუსტად ვიცით, რას უნდა ველოდოთ.

დროც გვაქვს გავიაზროთ

რა გვინდა და რა არ გვინდა!

2 ოქტომბერს, ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის დიდი, ძალიან დიდი გადაწყვეტილებაა მისაღები", - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×