რეზონანსი
16.09.2021

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოში მოფრინავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლულის მეგობარი, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე წერს.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!!! წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ გემუდარებით! ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა" - წერს ზამბახიძე.

ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×