რეზონანსი
16.09.2021

გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა შენელებამ და ლოკდაუნმა CO2-ის ემისიების მხოლოდ დროებითი შემცირება გამოიწვია.

„ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ლოკდაუნი დადებით გავლენას მოახდენდა ატმოსფეროზე, თუმცა ეს ასე არ არის", - განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პეტერი ტაალასმა.

„ეს კრიტიკული წელია კლიმატთან დაკავშირებული მოქმედებისთვის", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს გამონაბოლქვის შემცირება ხანმოკლე შემცირებას წარმოადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×