რეზონანსი
16.09.2021

სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მას სჭირდება პოლიციელების ლოიალობა და მათ ჰპირდება, რომ უკეთესი პირობები ექნებათ, რაც ჩვენს რეალობაში ჩვეულებრივი პოპულისტური ამბავია, - ასე აფასებს „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციელებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას.

„ნებისმირი ადამიანი, რომელიც მათ (პოლიციელების) ჩათრევას ცდილობს და უკვე ჩათრეულიც ჰყავთ ამ სფეროში, იმ ხალხს ზოგადად კარგი არ უნდა არც ამ ქვეყნისთვის და არც ძალოვანი უწყებებისთვის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×