რეზონანსი
16.09.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, „სპუტნიკ V"-ის წარმოების პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მას შემდგ განახლდება, რაც მათ მიეცემათ საშუალება „სპუტნიკ V"-ის მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხანა მოინახულონ.

„ჩვენ მოვინახულეთ რუსული ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა და სტრანდარტები დაცული არ იყო. ახლა მათ უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაცია და შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ ხელახალ ინსპექციას", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლემა.

რუსეთის ხელისუფლებმა ადგილობრივის წარმოების „კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიაზაციის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პირველად თებერვალში მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×