რეზონანსი
16.09.2021

„ფეისბუქი" მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს. ამიერიდან სოციალური ქსელი უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს რეალური ადამიანების წინააღმდეგ, ვინც „ფეისბუქის" ქცევის წესებს არღვევს და მავნებლურ აქტივობებშია ჩართული.

როგორც „როიტერი" იუწყება, „ფეისბუქის" ადმინისტრაცია მსაგავს აქტივიბებში ჩართული მომხმარებლების წინააღმდეგ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ყალბი ანგარიშებით კოორდინირებული თავდასხმების დროს მიმართავდა.

კერძოდ, საუბარია რეალურ მომხმარებლებზე, რომლებიც სოციალური ქსელის წესებს კოორდინირებულად და სისტამატურად არღვევენ. მაგალითად, ცრუ მიზეზებით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს, რაც შემდეგ ამ გვერდის დაბლოკვის მიზეზი ხდება. ან მასობრივად და კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარებს კოკრეტული მომხმარებლის გვერდზე, რასაც „ფეისბუქში" კიბერ შევიწროვებად მიიჩნევენ.

ასეთ ქმედებებში შემჩნეული ჯგუფების წინააღმდეგ „ფეისბუქი" მკაცრ ზომებს გაატერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×