რეზონანსი
17.09.2021

ვერაზე ნიკო კვარაცხელიას უცნობმა პირმა 5-ის ნახევარზე ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში სამმა გამვლელმა, მისივე მანქანით გადაიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცი გონზე იყო და ადგილობრივები შეეცადნენ გაეგოთ მისგან, ვინ გაუსწორდა ასე სასტიკად, თუმცა კვარაცხელიამ არ იცოდა ვინ დაესხა თავს. 

თავდამსხმელი იქვე მდებარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუმცა ამ დრომდე ის საგამოძიებო უწყებებს იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.  "მთავარის" ინფორმაციით, მისი მკვლელობა აზერბაიჯანიდან დაუკვეთეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელი სავარაუდოდ, დაქირავებული ქილერია. არსებული ინფორმაციით მისი მკვლელობა მამის, ე.წ კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ამბავს შურისძიება მოჰყვება. მამას შვილის გადასვენება მოსკოვში სურს. თავად კრიმინალური ავტორიტეტი კი ისეთ დღეშია, ყველაზე ახლო მეგობრებიც ვერ უბედავენ მიკარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×