რეზონანსი
20.09.2021

თუ ზიზღის ენაზე ვსაუბრობთ, არა მგონია რომ ვინმემ „ნაციონალურ მოძრაობას" აჯობოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვირჩევნია, რომ არჩევნების მერე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა, იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, ხანდახან შეიძლება იყოს უსაფუძვლო, ესეც შესაძლებელია იყოს პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რადიკალიზმზე და ნიჰილიზმზე დამყარებული. როდესაც შენ, საზოგადოება ნიჰილიზმს უღვივებ, ბუნებრივია, რომ ასეთი საზოგადოება შენ არასოდეს არ გამოგყვება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!" ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×