რეზონანსი
20.09.2021

„ბატონ კახის ვეტყოდი, რომ იმ ლოკაციაზე იმდენი "ოცნების" ბანერია, გადალურჯებულია მთელი ვაკის რაიონი და მთელი თბილისი. ერთი ამ ტიპის მნიშვნელოვანი პროექტის საინფორმაციო ბანერის შენარჩუნება იქნებოდა ქვეყნისა და ქალაქის ღირსების საქმე,“- ნათქვამია მეტრეველის განცხადებაში. 

„2021 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი წელი,თბილისი არის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი. ამ სტატუსის მოპოვებისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა, იმუშავა, იმ გუნდმა რომელიც დღესაც ამ პროექტს ანხორციელებს და ქალაქი როცა ასეთი მაშტაბის, საერთაშორისო პროექტს მასპინძლობს  და ამ სტატუსის მატარებელია მთელი ქალაქი ამაზე უნდა მეტყველებდეს. ქუჩაში ჩვენი ახალგაზრდები ამას უნდა ხედავდნენ თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება წიგნიერების, განათლების, კულტურის პოპულარიზაციასთან.  მე გახლავართ ვაკის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი და როდესაც ვაკეში გამოჩნდა ბანერი "თბილისი წიგნის დედაქალაქი" ვიყავი ძალიან ბედნიერი მაგრამ რა მოხდა? ეს ბანერი ჩანაცვლდა ბატონი კახი კალაძის ბანერით.  2021 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი წელი,თბილისი არის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი. ამ სტატუსის მოპოვებისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა, იმუშავა, იმ გუნდმა რომელიც დღესაც ამ პროექტს ანხორციელებს და ქალაქი როცა ასეთი მასშტაბის, საერთაშორისო პროექტს მასპინძლობს  და ამ სტატუსის მატარებელია, მთელი ქალაქი ამაზე უნდა მეტყველებდეს. ქუჩაში ჩვენი ახალგაზრდები ამას უნდა ხედავდნენ თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება წიგნიერების, განათლების, კულტურის პოპულარიზაციასთან,“-განაცხადა მედეა მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×