რეზონანსი
21.09.2021

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნება. როგორც სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საუბარია 73 ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნაზე.

„სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზაშეწონილობის შესახებ გასულ სხდომაზე გვქონდა საკმაოდ ფართო განხილვა და დისკუსია. გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუმცა საკითხი ვერ მივიღეთ, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ბუნებრივია, შეთავაზებული იყო საკითხი ხელმეორედ განხილულიყო. საუბარია კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობაზე. ამომრჩევლები არ უნდა დავტოვოთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. ბუნებრივია, იმისთვის, რომ სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები. შესაბამისად, წარმოდგენილი არის განკარგულების პროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო უბნების შექმნას, 73 ოლქში იქნება თითო-თითო უბანი შესაბამისი ნუმერაციით", - განაცხადა საკითხის წარდგენისას ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×