რეზონანსი
23.09.2021

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პროვოკატორი და ხულიგანი უწოდა. „ეს არის როგორ აწყობენ პროვოკაციებს, ეს ნაძირლები! პროვოკატორი! ხულიგანი, უინტელექტო! შენ ნაძირალა!",- მიმართა კობახიძემ მელიას.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×