რეზონანსი
23.09.2021

ლენტეხსა და ცაგერში „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ჩიხრაძე აცხადებს, რომ რეგიონებს სჭირდება სასიკეთო ცვლილებები, რასაც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ.

„მთელ საქართველოსთან ერთად ლენტეხსა და ცაგერს  სასიცოცხლოდ სჭირდება ცვლილება. ამ ორი ულამაზესი ადგილიდან, შრომისუნარიანი ახალგაზრდები ემიგრქაციაში არიან გადახვეწილები. მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რაც თავის ქვეყანაში ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ,  ამ ხალხს უნდა შევუქმნათ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ რეგიონში დაბრუნების პირობები. ლენტეხმა და ცაგერმა უნდა შეიძინონ მნიშვნელოვანი ფუნქცია და ეს „ლელოს“ გუნდს შეუძლია. ის განუკითხაობა რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში, სიღატაკე, კორუფცია, ნეპოტიზმი, კრიმინალი, აუცილებლად უნდა დამთავრდეს ორ ოქტომბერს, ამიტომ ყველა ჩვენგანის აქტიურობა არის გადამწყვეტი. ეს ორი მხარე კი ამ ცვლილებების მიღწევაში თავის ძლიერ სიტყვას იტყვის,“-ფიქრია ჩიხრაძე.

ლენტეხში „ლელოს“ გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია:

ხელედის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის და სიის სათავეშია - გამზა ლიპარტელიანი,

ხოფურის მაჟორიტარულ ოლქში - ედიშერ მეშველიანი,

ჩიხარეში, ცანას მაჟორიტარულ ოლქში - კობა გველებიანი,

ცაგერის სოფლების აღვი, მახაში, ლასურია, დეხვირის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ლელოდან“, კახა ყურაშვილი იქნება, ხოლო სიის პირველი ნომერი - გოგიტა  ახვლედიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×