რეზონანსი
23.09.2021

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გაღიზიანება "ქართული ოცნების" იმ ბრიფინგმა გამოიწვია, სადაც რეიტინგებზე იყო საუბარი.

ამილახვარი ნიკა მელიას ქმედებას პროვოკაციას უწოდებს და მას გაცვეთილ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ეს პროვოკაცია დღეს ვინც დადგა, მგონი მთელმა საზოგადოებამ კარგად იხილა. ეს არის კრიმინალი, დამნაშავე, გაცვეთილი პოლიტიკოსი, რომელსაც დილას ჩვენს მიერ კვლევებთან დაკავშირებით გაკეთებული ბრიფინგი არ მოეწონა, რადგანაც 2-ჯერ უსწრებს კახა კალაძე მის პირად რეიტინგს. როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს ორჯერ აღემატება "ქართული ოცნების" რეიტინგი, მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ასეთი იაფფასიანი შოუები მოაწყონ თბილისის ცენტრში და თითქოს თავისი ცბიერი შეურაცხყოფებით ვინმე დააკნინოს,"- აცხადებს გიორგი ამილახვარი.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×