რეზონანსი
23.09.2021

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან არ არის სამართალდამცველების საკმარისი მობილიზება იმისთვის, რომ მათ დაიცვან სიმშვიდე და პარტიის ლიდერის ნიკა მელიას უსაფრთხოება. ბაჩო დოლიძის განმარტებით, თუ საჭირო გახდება, ადგილზე მოხდება „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მობილიზება.

„პოლიცია არის მობილიზებული მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონდეს. ერთი რამე რაც პრეცედენტულია და ყველაზე სახიფათო რაც არის, ვერ ვხედავ საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სიმშვიდეს და სიწყნარეს. ეს არის რეალურად პრობლემა. როცა ვერ ვხედავთ ჩვენ საკმარისად ამ ხალხს, ე.ი. არსებობს რაღაც გეგმა, ანუ შეგნებულად არ აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რა სწრაფად შეუძლიათ ამათ მობილიზება როცა სჭირდებათ. ნიკა მელია უნდა გამოვიდეს უსაფრთხოდ და ეს უნდა უზრუნველყონ სამართალდამცველებმა. ვხედავ პატრულის რაოდენობას და ვხედავ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც შეიძლება იყვნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მე ვერ ვხედავ, რომ სამართალდამცველები მოახერხებენ სიმშვიდის უზრუნველყოფას", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთმანეთს ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. ისინი ნიკა მელიასთვის პერფორმანსის გამართვას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×