რეზონანსი
23.09.2021

ელჩის მხრიდან წამოცდენა იყო, რადგან მტკიცებით ფორმატში საუბრობდა, რომ თითქოს ელჩებს უსმენდნენ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას აღნიშნა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს და წინასწარ რაიმეს შეფასება ნაადრევია.

"ძალიან მარტივად არის, ყველაფერი უნდა გაირკვეს, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ობიექტური გამოძიება დაადგენს ყველაფერს, რა არის სიმართლე, რა არის - ტყუილი და ა.შ. ნაადრევად რაიმეზე კომენტარის გაკეთება, რაც მე ვფიქრობ, ელჩის მხრიდან წამოცდენა იყო, რადგან მტკიცებით ფორმატში საუბრობდა, თითქოს ელჩებს უსმენდნენ, ამიტომ, გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს სიმართლე და საზოგადოებამ გაიგოს ყველაფერი, რა არის ტყუილი და რა არის მართალი", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×