რეზონანსი
24.09.2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში - შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური, ყველა სსიპ-ი მუშაობს დასტაბილურებისთვის და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე დადებითი რეაგირება", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×