რეზონანსი
24.09.2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს როგორც სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება, ისე - ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურება.

„რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×