რეზონანსი
24.09.2021

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ "ვითომ" ტესტირება გაიკეთა, თუმცა ამას ვერ ადასტურებს.

"არ გაიკეთა ტესტირება, აგინა იმ ტესტირების ჩამტარებელ ორგანიზაციას, მერე ამას რა სხვა მოტივი უნდა ჰქონოდა. მერე წავიდა და ვითომ გაიკეთა ტესტირება და იმასაც ვერ ადასტურებს. ეს უკვე ქმნის, რასაკვირველია, საფუძველს, რომ ამ მიმართებით ირაკლი კობახიძის არგუმენტები და მოსაზრებები უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან, ვიდრე გახარიას რომელიმე თანაგუნდელის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი გახარიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა. იქამდე მან უარი თქვა ნარკოტესტის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებაზე და განაცხადა, რომ ქართული ოცნება მას პროვოკაციას უმზადებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×