რეზონანსი
24.09.2021

ნიკა მელია თავისი ქცევით, ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი არის „ხულიგანი". ცოტა მეტი წიგნი რომ წაეკითხა თავის დროზე, ქუჩაში დგომისა და „ხულიგნობის" ნაცვლად, შეიძლება ცოტა სხვანაირი ლიდერი ჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობას" დღეს, მაგრამ როგორ ლიდერებსაც იმსახურებს, ისეთი ლიდერები ჰყავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა, რაც, მისივე თქმით, არ მოხდება.

უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციას სთავაზობს ერთგვარ შეთანხმებას, თუკი „ქართული ოცნება" არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მზად არის პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს. სოზარ სუბარი იგივე პირობის დადებას სთხოვს ოპოზიციასაც.

„ზოგჯერ რაღაც ანომალიებსაც მხარს უჭერ. როდესაც გჭირდება, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ამ დროს მიდიხარ რაღაც ნაბიჯებზე, რაც არის კონსტიტუციური დღის წესრიგიდან გადახვევა. მთავარი მიზანი იყო სტაბილურობა ქვეყანაში, რომელიც შეუსრულებელი დარჩა. ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც დესტაბილიზაციას იწვევს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც თქვა, რომ ის არ მოაწერს ამაზე (მიშელის დოკუმენტზე) ხელს, რადგან მისთვის მიუღებელია მასში არსებული პრინციპები, მათ შორის ამნისტია, საარჩევნო რეფორმა. არ მისცეს ხმა არცერთ ამ პუნქტს, არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ," არამედ 8 ოპოზიციური პარტიიდან, 4-მა არ მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში იყო „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავარი დესტაბილიზატორია ამ ქვეყანაში. როდესაც ჩვენ მოვახდინეთ ანულირება ამ დოკუმენტის, ის გაუქმდა, ჩვენ კი არ გამოვედით იქიდან, ეს დოკუმენტი გაქრა, დარჩა როგორც ისტორიული რაღაც ფარატინა ქაღალდი. მაშინაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწერა დესტაბილიზაციისთვის და ღიად თქვეს არაერთ განცხადებაში. შესაბამისად, ამ დოკუმენტზე საუბარი არის უაზრობა.ქალბატონი სალომე სამადაშვილი უსვამდა ხაზს, რომ „ქართული ოცნება" წააგებს ამ არჩევნებს, 35%-საც კი ვერ აიღებს, არა თუ 43%-ს. თავადაც არ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ. ისინი ამბობენ 35%-ს, მე ვამბობს, რომ 50%-ს მივუახლოვდებით, მაგრამ თუ მას ასე მყარად სჯერა ამ 35%-ის, მოდი ასე გავაკეთოთ: 35-ს პლიუს 50, არის 85, გავყოთ ორზე, შუა რაც იქნება, თუ იმაზე ნაკლებს აიღებს „ქართული ოცნება", ამ 85%-ის ნახევარზე ნაკლებს, მზად ვარ დავტოვო პოლიტიკა საერთოდ, არა მხოლოდ პარლამენტი და იგივე პირობა თქვას ყველა ოპოზიციონერმა, ვინც ამბობს, რომ ჩვენ ამ ფარგლებში დავრჩებით. მე თავს დავდებ, რომ დავრჩები პარლამენტში ამ პირობით, არ მომიწევს გადადგომა და ვერცერთი ამაზე ვერ გამომყვება. რომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, სინამდვილეში ერთი სული ჰქონდათ, როდის შემოვიდოდნენ და ელოდებოდნენ ვითარებას. დესტაბილიზაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს. არიან „ხულიგნები", რომლებიც „ხულიგნობენ". „ხულიგნები" არიან ყოველთვის, ყველა ეპოქაში, თვით 5 - კაციან კლასშიც კი ერთი შეიძლება იყოს „ხულიგანი", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, „ერთ მშვენიერ დღესაც", ნიკა მელია ციხეში მოხვდება.„კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი იმიტომ, რომ მას აქვს მისჯილი ერთ კონკრეტულ საქმეზე, მეორე საქმეზე ჯერ კიდევ მიდის გამოძიება. თვითონ თავისი ქცევით, ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი არის „ხულიგანი". ცოტა მეტი წიგნი რომ წაეკითხა თავის დროზე, ქუჩაში დგომისა და „ხულიგნობის" ნაცვლად, შეიძლება ცოტა სხვანაირი ლიდერი ჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობას" დღეს, მაგრამ როგორ ლიდერებსაც იმსახურებს ისეთი ლიდერები ჰყავს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×