რეზონანსი
25.09.2021

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, “დიასპორის სახლის” წევრი, ირმა კაპანაძე წერს:

“ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ცოტა ადრე მომიწია წასვლა…

ჩვეულებრივად გამაცილა ჩემმა ხათომ, ჩავჯექი თვითმფრინავში…წავედით….

აფრენიდან 20-25 წუთის მერე ატყდა ჩოჩქოლი, დარბიან სტიურდესები, ვიგრძენი თვიმფრინავი მთლიანად მოტრიალდა და საოცარი სისწრაფით დაშვება დაიწყო… და ცოტა ხანში დაჯდა….

ერთი მამაკაცი გამხდარა ცუდად…. სასწრაფო წესით მოადგეს ტრაპი, სასწრაფო უკვე ელოდებოდა…ამოვიდნენ, ჩაიყვანეს….

მერე გავიგე გარდაცვლილა… სავარაუდოდ გულით… 2 საათი გაჩერდა თვითმფრინავი და წამოვედით…

დავფრინდით თურქეთში და ვენეციის რეისს ვეღარ მივუსწარით…

მოგვცეს ახალი ბილეთი მეორე დღის რეისზე….

“ალია” დაუკავშირდა ირმას, რომელიც უკვე ჩაფრინდა იტალიაში. მასზე, რასაკვირველია მძიმედ იმოქმედა მომხდარმა. გვიყვება რომ თბილისი-სტამბოლის რეისით 23 სექტემბერს გაფრინდა. აფრენიდან ძალიან მალე, თვითმფრინავი სწრაფად მოტრიალდა, რის გამოც, თავიდან ძალიან შეეშინდა და ინერვიულა. მალევე შეიტყვეს, რომ მამაკაცი გახდა ცუდად.

ბორტზევე სცადა პერსონალმა მისი დახმარება, ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა. ყველაზე ახლოს თბილისთან იყვნენ და ამიტომ მოტრიალდნენ უკან და არ დასვეს თვითმფრინავი, დავუშვათ, ბათუმში. აეროპორტში უკვე ელოდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც თვითმფრინავშივე სცადა პირველადი დახმარების გაწევა. მოგვიანებით, მგზავრებს შორის გავრცელდა ხმა, რომ მამაკაცი გარდაიცვალა. 

როგორც ემიგრანტი “ალიას” უყვება, თვითმფრინავმა აეროპორტში კიდევ 2 საათი დაჰყო, ჯერ სასწრაფო დახმარება ამოვიდა ბორტზე, შემდეგ, მამაკაცის და მისი ცოლის ბარგი მოიძიეს. გვიყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი მგზავრი არ განძრეულა ადგილიდან და არავის დასცდენია სიტყვა, ყველა შეძრული იყო მომხდარით. თურქეთში ჩაფრენილ მგზავრებს, რომლებსაც რეისებზე დააგვიანდათ, სასტუმროც მზად დაახვერეს, ტრანსპორტიც და ახალი ბილეთებიც.

„ალია“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×