რეზონანსი
26.09.2021

პროვოკაციები არის ერთადერთი, რაც აქვთ დარჩენილი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე პროვოკაცია განხორციელდა, მანამდე კი წინასაარჩევნო გარემო სრულიად მშვიდი იყო.

„მანამდე იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო და გასული კვირის განმავლობაში დღეს არ აცდენენ პროვოკაციის გარეშე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და ხელოვნურად არ შექმნან სურათის გაფუჭების გარკვეული საბაბი. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად უნდა მიუდგნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, საარჩევნო პროცესის ჯანსაღად წარმართვის ინტერესებს , თუმცა მათგან ამის მოლოდინი, ბუნებრივია, არ გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×