რეზონანსი
26.09.2021

 თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებაში. რითაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ პატივისცემას გაკეთებული საქმეებით დაუბრუნებს.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის,თანადგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა თბილისელებს ამ განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის - სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის, რასაც ვგრძნობ ყოველდღიურად. ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვპირდები, ამ პატივისცემას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ, მასშტაბური პროექტებით, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქალაქს.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში. ამის თქმის უფლებას და საფუძველს მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა“, - აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×