რეზონანსი
26.09.2021

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა: ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული - კალაძემ მოქალაქეების კითხვებს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად უპასუხა.

„ეს სივრცე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფორმით მუშაობის ასე გაგრძელება მიუღებელია როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ირგვლივ მცხოვრებთათვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიის მფლობელებთან, რათა შევიმუშაოთ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მსგავსი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნორმალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი. დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები - ღია სივრცეში ხდება საშენი მასალების ტრანსპორტირება, ავტომობილების დაშლა, ამიტომ გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×