რეზონანსი
13.10.2021

მიუხედავად იმისა, რომ 12-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სუსტადაა, ის არის ძალიან მხნედ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინაშვილის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის საბრძოლო შემართებით.

„მან ზუსტად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ამ ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება. მისი მოწოდებაა, რომ ხვალინდელ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს. ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ცვლილებებს.

მან კარგად იცის რა იდეისთვის იბრძვის, რა მიზნები აქვს, აქედან გამომდინარე, შინაგანი ძალა იმდენად დიდია, რომ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ძალიან მხნედ არის და ბრძოლის ხასიათზეა“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×