რეზონანსი
13.10.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე დასკვნით ეტაპზეა. კომპანიის თანადამფუძნებლებსა და ქიბარ ხალვაშს შორის რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე საპაექრო ეტაპი დაიწყო, ყურადღება გამახვილდა წილების იძულებით დათმობისა და სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოპასუხე მხარე საპაექრო სიტყვას შემდეგ სხდომაზე წარმოთქვამს, თუმცა ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი, პაატა სალია განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და აქედან გამომდინარე მოსამართლე გადაწყვეტილებას მათ სასიკეთოდ გამოიტანს.

„ჩვენი სარჩელი ერთი ერთზე იმეორებს ყველაფერს, რაზეც ცოტა ხნის წინ იჩივლა ქიბარ ხალვაშმა და რაზეც ყველა ინსტანციამ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაში მართალია და მას წაართვეს ეს ქონება“, - აცხადებს დავით დვალი.

ტელეკომპანიის დამფუძნებლების ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მოპასუხე მხარე თავადაც ირიბად აღიარებს დვალისა და აქიმიძის იძულების ფაქტს, რადგან მხოლოდ ხანდაზმულობაზე აკეთებს აქცენტს.

„ჩვენ მოვისმინეთ საპაექრო სიტყვის ნაწილი. 3 საათი კითხულობდა კახა კოჟორიძე თავის სიტყვას და ჯერ ვერ მივედით იმ ნაწილამდე, სადაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტი არგუმენტი გვაქვს. მას ჯერ არ უსაუბრია ხანდაზმულობის, შეცილების, აღიარების საკითხებზე, რაზეც ძირითადად გამახვილებულია ყურადღება ჩვენს შესაგებელში“, - ამბობს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს, რომლის დაბრუნებასაც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×