რეზონანსი
19.10.2021

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა: თუ ჩვენ მთავარი რეკომენდაციები არ დავიცავით, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან რთული ნოემბერი გვექნება.

„აუცილებელია ხალხს ვაჩვენოთ, რომ ყველგან უნდა ვიყოთ პირბადით. 47%-ია პირბადის ტარების მაჩვენებელი, 50%-ზე დაბლა რომ ჩამოდის, ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. ჩვენ, პირბადის ტარების პროცენტი 90-95-მდე რომ გავზარდოთ, 250-300 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, ხოლო თუ ჩვენ იმდენ ადამიანს ავცრით, რაც უკვე აცრილია, 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ არ ავიცრებით და არ დავიცავით რეკომენდაციებს, მძიმე ნოემბერი გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×