რეზონანსი
19.10.2021

დღევანდელი მონაცემებით, მასწავლებლებში ინფიცირების 1% გვაქვს და 0,8 %-ია მოსწავლეების ინფიცირების მაჩვენებელი, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიაჩნია, რომ სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი.

„განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას და მიგვაჩნია, რომ სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი. ამ ეტაპისთვის ძალიან აქტიურია თანამშრომლობა ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებთან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ სრულად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×