რეზონანსი
19.10.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოსაზრებით, როდესაც ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა, არავითარ "ლოკდაუნზე" საუბარი არ უნდა იყოს. 

მისივე თქმით, მისი პირადი აზრია, რომ შეზღუდვების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ჯანდაცვის სექტორი დატვირთვას ვეღარ უძლებს.  

"ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. დღეს შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის?! კეთილი ინებონ და ადამიანებმა აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება. ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც ქვეყანაშია საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას,"- აცხადებს იმნაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×