რეზონანსი
19.10.2021

მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელი გვარამიას შეტევას მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოსახლეობა მარტივი არჩევანის წინაშე დგას, ერთის მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა.

„ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე, ეკლესიის წარმომადგენლებზე. მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ მეუფე შიოს, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას – მთავარ ფუნდამენტს. ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს ძალიან მარტივი არჩევანია. ერთის მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი და მეორე მხარეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×