რეზონანსი
19.10.2021

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით პროგნოზებს აკეთებს. მონაცემები საქართველოში იმუნიზაციის მიმდინარეობას ეხება და საუბარია, რომ წლის ბოლომდე COVID-19 ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ დატვირთვაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ დროისთვის 9 000 საწოლია მობილიზებული. 

"კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება. 9 000-მდე საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული. კახეთში, სადაც საწოლფონდის საჭიროება დღეს ყველაზე მაღალია, საწოლფონდი ზოგადად მცირეა, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას, რადგან ხდება პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში, ძირითადად თბილისში, თუკი ამის საჭიროება არსებობს.

შესაძლებლობა იმის, რომ ეს ტალღა იმართოს ეფექტურად, რა თქმა უნდა, არსებობს ჯანდაცვის სისტემის ამის ძალისხმევას მოახერხებს, თუმცა მეორეს მხრივ, ასევე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმ დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე, არა მხოლოდ აღსრულებაზე, რომელიც გარკვეულწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არამედ შესრულებაზე, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა," - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×