რეზონანსი
19.10.2021

მომხრე ვარ, რომ გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადა.

მისი თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის იმუნიზაცია სავალდებულო გახდეს.

„მომხრე ვარ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის იმუნიზაცია იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ-ისა და ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.

გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×