რეზონანსი
20.10.2021

ის, რაც იურისტმა ანა დოლიძემ იკადრა და უაპელაციოდ დაადანაშაულა ხელისუფლება მის მძღოლზე თავდასხმის წაქეზებაში, არ ჯდება პოლიტიკოსის არცერთ სტანდარტში, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს არის იაფფასიანი პოლიტიკანობა, რაც ახასიათებს სააკაშვილის დესტრუქციულ სექტას.

„ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ უნდა გააკეთო უპასუხისმგებლო, გადაუმოწმებელი განცხადებების ტირაჟირება. ეს სამარცხვინო "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მახინჯი სტილია. ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც ქალბატონ ანა დოლიძესაც სურს საქართველოს გაწევრიანება, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან.

საქართველოს პოლიცია რომ მოწოდების სიმაღლეზეა, მხოლოდ ბოროტი სექტანტები ვერ ხედავენ. საქმე აღძრულია ორი მუხლით (ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით). ირკვევა, რომ ანა დოლიძის მძღოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია სააკაშვილის ადეპტის, ეკა ხერხეულიძის ძმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.

შესაძლოა, ანა დოლიძე ქუჩის "შპანაში" სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ფლანგს გულისხმობდა და ფაქტის კომენტირებისას, აღელვებულმა ხელისუფლებას დააბრალა",- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×