რეზონანსი
20.10.2021

არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევის შედეგები ცხადყოფს.

„2021 წლის 28 აგვისტოს დამთავრებული კვირის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 4.5 იყო, ხოლო არავაქცინირებულებში 83.6", - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

16 ოქტომბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.

გარდა ამისა, კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×