რეზონანსი
21.10.2021

დაჭრა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში, პირმა რომელმაც 50 წლამდე მამაკაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მიმალვა შეძლო.

თვითმხილველების თქმით, მათ გასროლის ხმა 5-ჯერ გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მათივე თქმით, დამნაშავე რომელიც შავი ფერის მანქანით გადაადგილდებოდა შენიღბული იყო.

"5 გასროლა იყო ზედიზედ, 2 ცოტა ინტერვალით. ეს არის უეჭველი ცეცხლსასროლი იარაღით, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ვნახე დაგდებული იყო კაცი, ჯერ კიდევ ნარკოლოგიურის ექიმები არ იყვნენ ჩამოსული ქვევით, მხოლოდ 3 კაცი რაღაცას ხლაფორთობდა, რა გავაკეთოთო და ა.შ.

დაჭრილი იყო ალბათ ბარძაყში.

ზევით ამბობდნენ ექიმები, რომ შავი მანქანით იყო შენიღბული ადამიანიო," - უყვება „კურიერს" ერთ-ერთი თვითმხილველი ეკა წულუკიძე.

დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

წყარო: „რუსთავი2"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×