რეზონანსი
21.10.2021

შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები ,- ამის შესახებ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშული, რომელიც მის „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ადამიანები და საქართველო უყვარს.

„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - „მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.

დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! .

შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 21-ე დღეა შიმშილობს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×