რეზონანსი
21.10.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი რისკი, რომ გარდაცვლილთა რაოდენობაც გაიზრდება.

მისივე განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის რესურსი შეუზღუდავი არ არის.

"სამწუხაროდ ამის მოლოდინი არსებობს, ვისურვებდით რომ ეს არ გამართლდეს, მაგრამ ეს ვირუსი ასეთი ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არაა, ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც გართულდება პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×