რეზონანსი
22.10.2021

"კურიერის" ექსკლუზივი - ინტერვიუ თბილისში მოკლული 25 წლის ქალის, ანასტასია შატალოვას მამასთან. საქართველოში ჩამოსული სერგეი შატალოვი თავად გამოვიდა კონტაქტზე "რუსთავი 2-თან."

"ეს არის შეკვეთილი მკვლელობა" - აცხადებს მოკლულის მამა "კურიერთან" ინტერვიუში, თუმცა, თავს იკავებს კონკრეტულ ვერსიებზე საუბრისგან.

სერგეი შატალოვი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთს მალე დაიჭერენ.

"ეს შეკვეთილი მკვლელობაა. სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს. არის დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებაც გამოძიება ინფორმირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, საჭიროა მტკიცებულებები, რომელიც გროვდება.

ქართველმა გამომძიებლებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიეს ეს საქმე და დააკავეს დამნაშავეები, მინდა ყველა პოლიციელს და გამომძიებელს ამისთვის მადლობა ვუთხრა. გამოძიება პროფესიონალურად მიდის. მინდა დამკვეთს მივმართო - მას აუცილებლად დააკავებენ. მე არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება,"-აცხადებს სერგეი შატალოვი.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×