რეზონანსი
22.10.2021

მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

„სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მეუღლის, დედის და ჩვენი პატივცემული კოლეგის, ჰალინა ჰუტჩინსის ცხოვრებაში მოხდა,"- წერს მსახიობი „ტვიტერში".

ის დაღუპული ოპერატორის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„გული გახლეჩილი მაქვს მისი ქმრის, შვილის და ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ჰალინას იცნობდა და ვისაც ის უყვარდა,"- წერს ალეკ ბოლდუინი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადაღების მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰუტჩინსია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×