რეზონანსი
23.10.2021

ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანი ფიზიკურად და მორალურად გაენადგურებინათ. მე მათი ციხიდან გამოსული ჯანმრთელი ადამიანი, არც ახალგაზრდა და არც ხნიერი, არ მინახავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედიLIVE“-ში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პატიმარი იყო.

„რუსთავისა და ქუთაისის ზონებში მხეცურად შევარდა მხეცური სპეცრაზმი და ადამიანები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ, რომ ცემაში არ მოეკლათ. სისტემური ხასიათი ჰქონდა ამას, იმდენად მეორდებოდა. ეკლესიის ზარების ხმაზე, დღესაც, მგონია, რომ მიცვალებული გამოჰყავთ ციხის მორგიდან. ეს ალბათ სამუდამოდ ჩამრჩა. რეჟიმი მოწყობილი იყო ისე, რომ ადამიანები გაენადგურებინა. მე არ მგონია, რომ ადამიანებს, ვისაც ეს საპყრობილეები აქვს გავლილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის სჯეროდეთ“, - განაცხადა დავით მირცხვულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×