რეზონანსი
23.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დღეს მას სისხლის ანალიზი ჩაუტარდა, სადაც „ერთი პარამეტრი კარგი არ იყო".

როგორც ყიფშიძე ამბობს, სააკაშვილის მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაა საჭირო, თუმცა დღეს არა, რადგან „კრიზისმა გადაიარა".

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ასეთი კრიზისი გამეორდეს, ექიმი ამბობს, რომ ხვალ შესაძლებელია.

„აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ გავუკეთეთ გადასხმა. გადასხმა საკმაოდ კარგად ჩატარდა. ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს პროცედურა საველე პირობებში ჩატარდა. საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება ბევრი რამე დაცული?",- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, ახლა სააკაშვილს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჰქონდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე ჰქონდა", - განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 22-ე დღეა შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×