რეზონანსი
23.10.2021

განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მსჯავრებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

როგორც კობახიძე აცხადებს, რაღაც კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

"მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, ამ სტანდარტის ფარგლებში სათანადო მოპყრობა იქნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული მოქალაქეების წინაშე. რაღაც კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია",-აღნიშნავს კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×