რეზონანსი
23.10.2021

იციან, რომ აგებენ არჩევნებს და კიდევ მივმართავ - წააგებთ ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაგანგრევინებთ! ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ამის უფლებას არავის მივცემ! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხაზი გადაუსვა მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას, კანონს, როდესაც აბსურდული, ე.წ. რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს.

„მაშინ, როცა სენაკში ვიყავი გუშინ ჩასული, განცხადება გავაკეთე და ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, ფაქტებით ვლაპარაკობ და არ ვიკადრებ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო მათგან განსხვავებით. შედარება მოვიყვანე და ვთქვი - ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, მან რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე? ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს ბიუჯეტით განსაზღვრული. მოვისმინეთ მათი დემაგოგია. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ როდესაც გამოგონილი, აბსურდული, ე.წ. რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და დათქმა ჩაგვადებინეს შეთანხმებაში და დაუკავშირეს შესაძლო, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს. ამით ხომ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს - მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას, კანონს და ყველაფერს აბსოლუტურად. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და კიდევ მივმართავ - წააგებთ ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაგანგრევინებთ! ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ამის უფლებას არავის მივცემ!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×