რეზონანსი
23.10.2021

სამუშაო ადგილები და განვითარება, ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო და გასაკეთებელი საქმე არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამაზე წინასწარი კვლევებიც მეტყველებს.

„მე ვარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხალხმა ჩვენს პარტიას გამოუცხადა ნდობა, ჩვენ 47%-იანი ლეგიტიმაცია გვაქვს, მე ვესაუბრები ჩვენს ხალხს, თქვენ, როგორც ჟურნალისტი ვალდებული ხართ, დაამთავრებინოთ პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთება. ჩვენი წინასწარი კვლევებით, განწყობებით, ვიცით რა, რა ხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში, იცით თქვენც, იციან მათაც, რომ ყველგან მარცხდებიან და დამარცხდებიან და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ერთი რამ მინდა ვთქვა, ხალხს დღეს სჭირდება სიმშვიდე, ქვეყანას სჭირდება, ყველას გვჭირდება სიმშვიდე, განვითარება, საქმე, პროგრესი, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები და განვითარება, ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო და გასაკეთებელი საქმე არჩევნების შემდეგ. ჩვენ დავასრულებთ ამ უმსგავსობას, ამ თეატრს, რომელსაც ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ისმენს ჩვენი მოსახლეობა - პატიმარ სააკაშვილზე, მის შიმშილობაზე თუ დიეტაზე, აბსურდულ პანიკასა თუ ქაოსზე, რომელიც მათგან მომდინარეობს, აი ამ ყალბ პროპაგანდას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×