რეზონანსი
23.10.2021

დადის ირაკლი ღარიბაშვილი და მადლობა მას კვლავ და იწყევლება რაიონიდან რაიონში. იწყევლება, იწყევლება, იწყევლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას რატომ არის სამეგრელოში მობილიზებული სპეცრაზმი.

ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნებას" სამგრელოში არჩევნები წაგებული აქვს.

„ქართულ ოცნებას", ბატონ ღარიბაშვილს, ბატონ ივანიშვილს და სხვებს არანორმალურად არ მოსწონთ ჩვენი მშვიდი რეაგირება, ჩვენი მშვიდ კალაპოტში ყოფნა და კამპანიის ასე წარმოება. რატომ ვართ ჩვენ მშვიდად, რატომ ვაწარმოებთ ჩვენ კამპანიას ისე, როგორც ვაწარმოებთ?! იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, იგრძნობა, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ყოველდღიურად არის მზარდი და ვართ მომავალზე ორიენტირებული.

ჩვენი ფიქრები, ჩვენი ენერგია და დრო გვინდა მოხმარდეს მომავალზე ფიქრს და არ ვიყოთ შესული ბატონ ღარიბაშვილთან ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილოში, იწილო-ბიწილოთი და ამ პოლიტიკური „პინგ-პონგით" არ გვინდა დავკავდეთ. არჩევნებს არათუ აგაბენ სამეგრელოში, ჩათვალეთ, რომ წაგებული აქვთ. მე არც კი ვუშვებ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეიძლება რაიმე მოიგოს სამეგრელოში. მეტსაც გეტყვით, დიდი სხვაობით წააგებს. ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო გააგრძელებს ბატონ კალაძესთან ერთად და ბატონმა კალაძემ აჯობა უკვე ბატონ ღარიბაშვილს ზიზიღის ფრქვევით, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში. გამარჯვება იქნება დამაჯერებელი. სპეცრაზმით, პროკურორებითა და თოფიანი ადამიანებით საზოგადოებას ხელს ვერ გადაუწვენ და ვერ გადაუგრეხენ. ეს ხომ, გამორიცხულია", - აცახდებს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×