რეზონანსი
23.10.2021

თუ კითხვა ისმის რამდენი შეიძლება გაძლოს ადამიანმა? დამოკიდებულია მის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამძლეობაზე - აცხადებს ექიმი, გია (გრიგოლ) ხურციძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

"მთავარ დებატებში" საუბრისას ექიმი ამბობს, რომ შიმშილობის მეოთხე-მეხუთე კვირა კრიტიკულ კვირებად მიიჩნევა:

"შედის კრიტიკულ ფაზაში (მიხეილ სააკაშვილის შემთხევაში), მეოთხე ფაზაში შედის, მეხუთე უფრო მძიმე იქნება და იმის იქით დადასტურებით ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს" - ამბობს ექიმი.

ის დეტალურად საუბრობს როგორია ორგანიზმის რეაქცია ხანგრძლივ შიმშილობაზე და რა შეიცავს ყველაზე დიდ საფრთხეს სიცოცხლისთვის. როგორც ხურციძე ამბობს, განსაკუთრებით სახიფათოა არითმიები:

"იმდენად სახიფათოა, რომ თუ დროზე არ მიეხედა, შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს" - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, პაციენტს ასეთ დროს სჭირდება ხშირი მეთვალყურეობა, დროული სამედიცინო დახმარება და ხარისხიანი ტესტები.

უკვე 23 დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×