რეზონანსი
24.10.2021

ცოტა ხნის წინ კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი. 37 წლის კაცმა კლინიკაში 15 დღე გაატარა. იგი ჯერ რეანიმაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი – პალატაში.

ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. დაახლოებით 9 საათი მან ნანგრევებში გაატარა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×