რეზონანსი
24.10.2021

რუსთავში, დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ გააკეთა. მისი თქმით, ქალაქში არეულობა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია. ლაცაბიძე აცხადებს, რომ მის შტაბს ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა". ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა - ადამიანების დაშინება, ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფა და განსაკუთრებულად კარგად ეს ყოველთვის დავით კირკიტაძეს გამოსდიოდა. დღესაც წარმატებით აგრძელებს ამას რუსთავში. მთელი არჩევნების განმავლობაში მოვუწოდებდით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას", რომ მიეცათ რუსთაველებისთვის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში ჩაგვეტარებინა საარჩევნო კამპანია და მშვიდ გარემოში მივსულიყავით არჩევნებზე და მიგვეცა ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ერთი რამით არიან დაკავებულები - ეს არის დესტრუქცია, ტყუილზე აგებული საარჩევნო კამპანია და ამას აგრძელებენ დღესაც. 3 და 4 ადამიანი კი არა, ათასობით ადამიანი, ოჯახები იყვნენ რეპრესირებულები მათ დროს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც ძალადობის მეტი არაფერი უკეთებია და დღესაც ამას აგრძელებს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×