რეზონანსი
24.10.2021

მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცდებით გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც როგორც ამ კონკრეტული პატიმრის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ბატონი გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, ჰქონდათ მის ადვოკატთან კომუნიკაცია გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×